ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. ღონისძიება, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, წელს საქართველოში მესამედ ტარდება. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა.
კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში:
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა ორშაბათი, 2019 წლის 9 სექტემბერი.
წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის და წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატების ნომინირება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიებში.